თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივანი - თურქეთი ბაშარ ასადის რეჟიმთან დიალოგს არ გეგმავს

თურქეთი ბაშარ ასადის რეჟიმთან დიალოგის წარმართვას არ გეგმავს, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა იბრაჰიმ ქალინმა განაცხადა.

„ჩვენ არ გვაქვს და არც ვაპირებთ დიალოგს ბაშარ ასადთან“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა ოპერაცია „ზეთისხილის ტოტის“ მსვლელობაზე კომენტარის გაკეთებისას.

იბრაჰიმ ქალინმა ასევე აღნიშნა, რომ ოპერაციამ „ზეთისხილის ტოტმა“, რომელიც სირიის ჩრდილოეთ ნაწილში მიმდინარეობს, არ მოახდინა უარყოფითი გავლენა თურქეთის ეკონომიკაზე.

„ჩვენ არ ვპროგნოზირებთ ნეგატიურ სცენარებს ეკონომიკაში“, - განაცხადა მან.

იბრაჰიმ ქალინმა ასევე განაცხადა, რომ ანკარა ყველაფერს აკეთებს, რათა სანდო ურთიერთობები აღადგინოს აშშ-სთან, თუმცა საამისოდ ვაშინგტონმა სირიაში კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო