გერმანული მედიის ინფორმაციით, მარტინ შულცი საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს დაიკავებს

"გერმანიის სოციალურ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი მარტინ შულცი პარტიის თავმჯდომარის პოსტის დატოვებას აპირებს, ხოლო მის ადგილს ბუნდესტაგში ამავე პარტიის ფრაქციის ხელმძღვანელი ანდრე ნალესი დაიკავებს, - ამის შესახებ გაზეთი Suddeutsche Zeitung საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

გერმანული მედიის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ მთავრობაში შულცი საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს დაიკავებს. ამავე პარტიის წარმომადგენელი დაინიშნება ფინანსთა მინისტრად, ასევე, საკუთარ კანდიდატს წარადგენენ შრომისა და სოციალურ საკითხთა მინისტრის პოსტზე.

დღეს გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის „ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიას“, მის შვილობილ „ქრისტიანულ-სოციალურ პარტიასა“ და „გერმანიის სოციალ-დემოკრატიულ პარტიას“ შორის სამთავრობო კოალიციის ჩამოყალიბების შეთანხმება შედგა.

მოლაპარაკებების მონაწილეებმა გერმანიის მომავალ მთავრობაში მინისტრთა თანამდებობების გადანაწილებაზე შეთანხმებას მიაღწიეს.

მოლაპარაკებები სამთავრობო კოალიციის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით გერმანიაში 26 იანვრიდან მიმდინარეობს. მხარეებმა დიდი ძალისხმევის შედეგად მიაღწიეს თანხმობას ისეთ თემებზე, როგორიცაა ლტოლვილებთან, ჯანდაცვასა და შრომის ბაზართან დაკავშირებული პოლიტიკა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო