არასამთავრობო ორგანიზაცია ქუთაისში ვასილ კიკვიძის ძეგლის აღებას მოითხოვს

არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლია“ საბჭოთა დასახელების ქუჩებისათვის სახელების გადარქმევისა და ვასილ კიკვიძის ძეგლის აღების მოთხოვნით, ქუთაისის ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართავს.

ორგანიზაციის წევრებმა ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დღეს ბრიფინგი საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად გამართეს.

„ჩვენი მოთხოვნის შესრულება გაძლიერებული რუსული პროპაგანდის ფონზე, საქართველოს მხრიდან ევროატლანტიკური კურსის დაფიქსირების კარგი მაგალითი იქნება“ , - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ მხატვარმა ირაკლი ჩოგოვაძემ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლია“ მსგავს მოთხოვნას წინა ხელისუფლების დროსაც აყენებდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო