ეკა ბესელიამ პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროს ეთერ სვიანაიძეს პარლამენტში მუშაობის 50 წლის იუბილე მიულოცა

პარლამენტს ჰყავს თავის ჩემპიონები, მათ შორის, პარლამენტის აპარატში, - ასე მიულოცა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ საქართველოს პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს, ეთერ სვიანაიძეს პარლამენტში მუშაობის 50 წლის საიუბილეო თარიღი.

”პარლამენტს ჰყავს თავის ჩემპიონები, მათ შორის, პარლამენტის აპარატში. გუშინ 50 წელი გახდა, რაც ქალბატონი ეთერ სვიანაიძე საქართველოს პარლამენტს ემსახურება. მე მინდა მივულოცო მას. მას ყველა ტიპის ორდენი და ყველა ტიპის ჯილდო აქვს. ის ღირსებით სავსე ქალბატონია და მე არ შემიძლია განსაკუთრებული მადლიერება არ გამოვხატო. არ არის მარტივი, როდესაც 50 წელი ემსახურები ინსტიტუტს, სახელმწიფოს, საჯარო ინტერესს და მე მინდა მას და მისი სახით ყველა იმ ადამიანს მივულოცო, ვინც ასე ერთგულად ემსახურება საჯარო ინტერესს. ყველა თქვენგანის სახელით ვულოცავ მას და ჩვენს თავსაც, ვისაც გვყავს ასეთი ღირსეული ქალბატონი. გილოცავთ ქალბატონო ეთერ“,-განაცხადა ეკა ბესელიამ.

საიუბილეო თარიღი პარლამენტის აპარატის ღვაწლმოსილ თანამშრომელს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმაც მიულოცა და გაწეული შრომისა და თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა.

”მინდა შევუერთდე ამ მადლობებს ეთერ სვიანაიძის მიმართ, იმ შრომისა და თავდადებისთვის, რომელიც მან ათწლეულების განმავლობაში ჩადო საქართველოს პარლამენტში და ქალბატონი ეთერის სახით მადლობა ვუთხრა ყველა იმ თანამშრომელს, ვიზეც წლების და ათწლეულების განმავლობაში იდგა ეს ინსტიტუტი. ძალიან დიდი მადლობა თქვენი თავდადებისთვის“,-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს