ნათია მეზვრიშვილი - ძალიან მკაფიოდ გამოვხატეთ პოზიცია, რომ “ჩადება“ ჩვენთვის მიუღებელია და არ ვაპირებთ დანაშაულის წინააღმდეგ ამ მეთოდით ბრძოლას

მესიჯით “არა ჩადებას“ გვქონდა ერთადერთი მიზანი: ცალსახად დაგვეფიქსირებინა პოზიცია, როგორ და რა პრინციპებით ვაპირებთ მუშაობას, ეს იყო ამ აქციასთან ჩვენი მიერთების მიზანი, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა რადიო “პალიტრის“ გადაცემა “რეზიუმეში“ განაცხადა.

“შს სამინისტრო უერთდება აქციას “არა ჩადებას“. ამით ძალიან ცალსახად, ერთმნიშვნელოვნად დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, რომ პირველ რიგში, არა ჩადებას! მეორე, ჩადება არის შეურაცხყოფა ჩვენი პროფესიონალიზმის, ღირსების, კეთილსინდისიერების და იმ პრინციპების, რომლითაც მუშაობის გაგრძელებას ვაპირებთ. ძალიან მკაფიოდ გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია, რომ ეს არის ჩვენთვის მიუღებელი და არ ვაპირებთ ამ მეთოდით დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო