შოთა ქადაგიძე - ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებები გამიზნული იყო იმისკენ, რომ პროვოცირება მოეხდინა და კონკურსის პროცესი ჩაეშალა

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი შოთა ქადაგიძე საბჭოს ასევე არამოსამართლე წევრ ნაზი ჯანეზაშვილს ცილისმწამებლური განცხადებების გაკეთებაში ადანაშაულებს.

შოთა ქადაგიძე „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას გამოეხმაურა მისი კოლეგა ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებას, რომ „იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ძველი ბიჭები არიან“, ხოლო შოთა ქადაგიძემ პირადად მას არაკორექტულად მიმართა.

შოთა ქადაგიძის განმარტებით, ჯანეზაშვილის მიმართ ამგვარ ქმედებას ადგილი არ ჰქონია. ”მიმაჩნია, რომ ნაზი ჯანეზაშვილის განცხადება არის ცილისმწამებლური. მის მიმართ არანაირ შეურაცხყოფას, არაეთიკურ მიმართვას და ძველბიჭობას ადგილი არ ჯქონია. ჯანეზაშვილის მხრიდან ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ის საბჭოს წევრებს შეურაცხყოფასა და ბულინგში ადანაშულებს. ის მიზანმიმართულად ცდილობს საზოგადოებაში წარმოაჩინოს, თითქოს საბჭოს წევრები ხელს უშლიან საქმიანობის განხორციელებაში. დღევანდელ შემთხვევაში ეს გამიზნული იყო იმისთვის, რომ პროვოცირება მოეხდინა და კონკურსის პროცესი ჩაეშალა”, - განაცახდა შოთა ქადაგიძემ.

ის ასევე გამოეხმაურა საბჭოს კიდევ ერთი არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის განცხადებას, რომ „ზურაბ ადეიშვილის ნარჩენები ცდილობენ სასამართლო ხელისუფლებაში ძალაუფლების განმტკიცებას“. ქადაგიძე მიიჩნევს, რომ ეს მოსამართლე კორპუსისთვის შეურაცხმყოფელი განცხადებაა.

”როგორც ანა დოლიძემ განაცხადა, მოსამართლეებისგან, რომლებიც გარკვეული დროის განმავლობაში მუშაობდნენ, სასამართლო უნდა გათავისუფლებულიყო. ეს განცხადება საბჭოს წევრის მხრიდან მიმაჩნია, რომ სასამართლო სისტემისა და მოსამართლეებისთვის შეურაცხმყოფელია და ცხადია არ ვეთანხმები”, - განაცხადა შოთა ქადაგიძემ.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა