გუგული მაღრაძე - არ ვარ წინააღმდეგი, სკოლებში ჩატარდეს ჩხრეკა, ჩანთების შემოწმებაც, ჯიბეების ამოტრიალებაც

არ ვარ წინააღმდეგი, სკოლებში ჩატარდეს ჩხრეკა, ჩანთების შემოწმებაც, ჯიბეების ამოტრიალებაც, რომ არ მოხდეს აკრძალული ნივთების სკოლის ტერიტორიაზე შეტანა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დეპუტატმა გუგული მაღრაძემ განუცხადა.

მისი თქმით, მაქსიმალური ზომები უნდა გატარდეს, რაც გაზრდის მოზარდთა უსაფრთხოებას და მოახდენს დანაშაულის პრევენციას. დეპუტატი აღნიშნული რეფორმის გატარების კუთხით თანამედროვე ტექნიკის გამოყენების აუცილებლობაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ კარგი იქნება მოზარდთა უსაფრთხოებისთვის სპეციალური, მობილური აპლიკაციის შექმნა.

„არ ვარ წინააღმდეგი, სკოლებში ჩატარდეს ჩხეკა, მოხდეს ჩანთების შემოწმებაც, ჯიბეების ამოტრიალებაც, რომ არ მოხდეს აკრძალული ნივთების სკოლის ტერიტორიაზე შეტანა. ჩვენ ვიცით, რომ ევროპასა და ამერიკაში, სადაც მოზარდთა დანაშაული მაღალია, ტარდება მსგავსი პრევენციული ღონისძიებები, რასაც ეჩვევიან ბავშვებიც და იმის შიშით, რომ შესაძლოა გამოიჭირონ, აღარ ატარებენ ცივ იარაღს თუ სხვა აკრძალულ ნივთებს.

მოზარდთა უსაფრთხოებისთვის კარგი იქნება შეიქმნას მობილური აპლიკაცია, რომელიც ავტომატურად აგზავნის შეტყობინებას, დგინდება ლოკაცია და მოდის ახლოს მყოფი საპატრულო ეკიპაჟი ისე, რომ მოზარდს არ უწევს დემონსტრაციულად ცხელ ხაზზე დარეკვა და იქნება ანონიმური. ეს ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე დარეკო 112-ზე, ჩააწერინო ქუჩა, კონკრეტული ადგილი და ა.შ. როდესაც ბევრად უფრო მარტივადაა ასეთი რამ შესაძლებელი, რატომ არ უნდა გამოვიყენოთ?!“, - განაცხადა გუგული მაღრაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა