შპს „ლანცეტის“ დირექტორის საქმეზე სასამართლო სხდომა დღეს გაგრძელდება

შპს „ლანცეტის“ დირექტორის ფარმან ჯეირანლის საქმეზე სასამართლო სხდომა დღეს, ბრალდებულის საბოლოო სიტყვით გაგრძელდება, რის შემდეგაც მოსამართლე მაია ქოქიაშვილი გადაწყვეტილების მისაღებად გავა.

6 თებერვლის პროცესზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა და ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილა ფარმან ჯეირანლის უდანაშაულობაზე. დასკვნითი სიტყვის შემდეგ მხარეებმა რეპლიკებით ისარგებლეს.

რეპლიკების შემდეგ მოსამართლემ განმარტა, რომ გადატვირთული გრაფიკის გამო სასამართლო ბრალდებულის საბოლოო სიტყვას ვერ მოისმენდა, რის გამოც სხდომა 8 თებერვალს, 10:00 საათისთვის გადაიდო.

მთავარი პროკურატურა შპს ”ლანცეტის” დირექტორს პაციენტებისგან დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლებას ედავება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა