იუსტიციის უმაღლესი საბჭო უვადო მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრების ეტაპს დღეს დაასრულებს

იუსტიციის უმაღლესი საბჭო უვადო მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრების ეტაპს დღეს დაასრულებს. აღასანიშნავია, რომ უვადო მოსამართლეობის სურვილი 51-მა მოსამართლემ გამოთქვა. დღეს იუსტიციის საბჭოს წევრები დარჩენილ 17 კანდიდატს გაესაუბრებიან. ვინ გახდება უვადოდ მოსამართლე, ეს კენჭისყრის შემდეგ გახდება ცნობილი.

აღსანიშნავია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო უვადო მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებს ორი მთავარი კრიტერიუმის - კეთილსინდისიერებისა და კომპეტენციის გათვალისწინებით არჩევს.

გასაუბრების პროცედურებზე ისაუბრა ჟურნალისტებთან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ.

"იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები გაესაუბრებიან იმ 17 წევრს, რომელსაც განცხადება აქვს შემოტანილი უვადოდ გადანიშვნის თაობაზე. ამის შემდეგ, საბჭოს თითოეული წევრი შეფასების ფურცლებს შეავსებს და სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით შეაფასებს თითოეულ კანდიდატს. შემდეგ ეს შეფასებები დაჯამდება და მოსამართლის შეფასებების უკვე ერთიან სურათს მივიღებთ, რის შემდეგაც კენჭისყრა დაინიშნება. კენჭისყრის პროცედურებით გადაწყდება, თუ ვინ განწესდება უვადოდ ამ მოსამართლეებიდან", - განაცხადა მიქაუტაძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო უვადო მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრებას უკვე მესამე დღეა აწარმოებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო