გამოკითხული ამერიკელების 40% დონალდ ტრამპის საქმიანობას მხარს უჭერს

გამოკითხული ამერიკელების 40% აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საქმიანობას მხარს უჭერს. აღნიშნულს ცხადყოფს ქვინიპეკის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული გამოკითხვა.

გამოკითხვაში მონაწილე რესპონდენტებმა პირველ რიგში დონალდ ტრამპის მიღწევები აღნიშნეს ეკონომიკის სფეროში.

აღსანიშნავია, რომ ბოლო შვიდი თვის განმავლობაში ქვინიპეკის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულ ანალოგიურ გამოკითხვებში ეს დონალდ ტრამპის რეიტინგის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

რესპონდენტთა 51% იწონებს თუ როგორ წყვეტს აშშ-ს პრეზიდენტი ეკონომიკურ საკითხებს. გამოკითხულების 70%-მა კი განაცხადა, რომ აშშ-ს ეკონომიკა შესანიშნავ მდგომარეობაშია.

ასევე აღსანიშნავია, რომ გამოკითხული რესპონდენტების 48%-მა განაცხადა, რომ აშშ-ს ეკონომიკის პოზიტიური მდგომარეობა დონალდ ტრამპის და არა ბარაქ ობამას დამსახურებაა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს