სოზარ სუბარი - საქართველომ მიიღო მყარი გარანტია თურქეთისგან, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი იქნება ისეთ პირობებში, რომელიც აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს

საქართველოს მიღებული აქვს ძალიან მყარი დიპლომატიური გარანტია თურქეთისგან, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი იქნება ისეთ პირობებში, რომელიც სრულად აკმაყოფილებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დადგენილ სტანდარტებს,- ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

სუბარის თქმით, ჩაბუქის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად მყარ საბუთებს წარმოადგენს თურქული მხარე ჩაბუქის მიერ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის შესახებ.

"მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმის განხილვა სასამართლებრივ სფეროში მიმდინარეობს. რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, ჯერ არ ვიცით. ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად მყარ საბუთებს წარმოადგენს თურქული მხარე, რომ ამ ადამიანს კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაული აქვს ჩადენილი. ამაზე წინასწარ სპეკულაციებს ვერ დავიწყებ. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ თუ ეს საბუთები იქნება საკმარისად მყარი, საქართველოს სახელმწიფოს მიღებული აქვს ძალიან მყარი დიპლომატიური გარანტია კონკრეტულად ამ პირთან დაკავშირებით, რომ ის იქნება ისეთ პირობებში, რომელიც სრულად აკმაყოფილებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დადგენილ სტანდარტებს",- განაცხადა სუბარმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო