ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე - საკრებულოს ფრაქცია „ნაცმოძრაობის" წევრი მირდატ ქამადაძე საადვოკატო საქმიანობას ეწევა, რითაც კანონს არღვევს

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის სულიკო თებიძის განცხადებით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი მირდატ ქამადაძე კერძო საადვოკატო საქმიანობას ეწევა. როგორც სულიკო თებიძე აცხადებს, დეპუტატის მხრიდან ეს არის კანონმდებლობის უხეში დარღვევა. სულიკო თებიძის თქმით, თუ მირდატ ქამადაძე კერძო საადვოკატო საქმიანობას არ შეწყვეტს, მის წინააღმდეგ შესაბამისი სანქციები გატარდება. რა ღონისძიებები გატარდება მირდატ ქამადაძის მიმართ, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე არ ასახელებს.

"ქალაქ ბათუმის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის მირდატ ქამადაძის მხრიდან უხეში კანონმდებლობის დარღვევა ფიქსირდება. საკრებულოს მოქმედი დეპუტატი კერძო საადვოკატო საქმიანობას კვლავაც აგრძელებს. ვფიქრობთ, რომ ადვოკატმა მირდატ ქამადაძემ არ იცის კანონმდებლობა. მივმართავთ ადვოკატთა ასოციაციას, ასევე მირდატ ქამადაძეს, მოვუწოდებთ, რომ დარჩეს პოლიტიკურ თანამდებობაზე, ან საადვოკატო საქმიანობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოიყენება შესაბამისი ღონისძიებები", - განაცხადა სულიკო თებიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა