„112“-ის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, „112“-ის თბილისის ცენტრში ღია კარის დღე გაიმართა

„112“-ის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, „112“-ის თბილისის ცენტრში ღია კარის დღე გაიმართა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიებაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა. შეხვედრის მიზანი იყო ახალგაზრდების ინფორმირება გადაუდებელი შემთხვევების დროს ქცევის წესების შესახებ.

სამინისტროს ინფორმაციით, სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ თავად ენახათ, თუ როგორ ეხმარებიან „112“-ის ოპერატორები მოქალაქეებს, როცა წამები გადამწყვეტია. ახალგაზრდებმა, ასევე, მიიღეს ინფორმაცია, თუ როგორ და რა დროს უნდა დარეკონ 112-ზე და როგორ ითანამშრომლონ ოპერატორთან. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა სტუდენტებს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შესახებ სწავლება ჩაუტარეს.

”სწავლებაზე მიღებული ცოდნის შედეგად, ახალგაზრდები, გადაუდებელი შემთხვევების დროს, დამოუკიდებლად შეძლებენ ახლობლებისთვის საჭირო დახმარების აღმოჩენას, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის მისვლამდე.

აღნიშნული ინიციატივა ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაციის (EENA) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად განხორციელდა. კვლევის თანახმად, 80%-ია იმის ალბათობა, რომ ადამიანს, თავისი ცხოვრების განმავლობაში, ერთხელ მაინც დასჭირდეს პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა ახლობლებისთვის. ასევე, სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 10-დან 8 ადამიანმა არ იცის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის წესები, რაც იმას გულისხმობს, რომ მშობლების 82% უძლურია დაეხმაროს შვილს(ებს), სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის მისვლამდე”, - აცხადებენ სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, 11 თებერვალს, როგორც საქართველო, ასევე, მსოფლიოს 80-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, ”112”-ის დღეს აღნიშნავს. ამ დღის აღნიშვნის მიზანს გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომრის ცნობადობის გაზრდა წარმოადგენს. ყოველწლიურად, საქართველოს „112“ ამ დღეს სხვადასხვა სახის საინფორმაციო კამპანიას ატარებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა