ანა დოლიძე - უვადო მოსამართლეებად ისინი დაინიშნებიან, რომლებსაც შესაბამისი შეთანხმება აქვთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობასთან

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პრეზიდენტის მიერ წარდგენილი არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე საბჭოში უვადო მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრების პროცესს დადგმულ სპექტაკლს უწოდებს.

როგორც ანა დოლიძემ გასაუბრების დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ამის თქმის საფუძველს აძლევს ის გარემოება, რომლის თანახმად ყოველგვარი არგუმენტაციის და დაკონკრეტების გარეშე გასაუბრებიდან იცილებენ მას მოსამართლე კანდიდატები.

როგორც დოლიძე აცხადებს, მნიშვნელობა არ აქვს თვითონ ან სხვა უმცირესობაში მყოფი საბჭოს წევრი რა ქულას დაუწერს მოსამართლე კანდიდატს შეფასების დროს, ვინაიდან ამ პროცესების შემდეგ მაინც ის კანდიდატები გამწესდებიან უვადო მოსამართლეებად „რომლებსაც საბჭოს უმრავლესობასთან შესაბამისი შეთანხმება აქვთ“.

ამასთან, დოლიძის თქმით, იმისთვის, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მსგავსი პრობლემები მოგვარდეს, რეფორმების გატარება აუცილებელია.

„დახურულ სხდომაზე ერთი და იგივე ხმებით, ერთი და იგივე ტექსტით, დაზუსტების გარეშე მიღებულმა გადაწყვეტილებებმა დაადასტურა, რომ გასაუბრების პროცესი არის ჩვეულებრივი სპექტაკლი. მნიშვნელობა არ აქვს უმცირესობაში მყოფი საბჭოს წევრები რა კითხვას დასვამენ, რას იტყვიან ან რა ქულებს დაწერენ. ამ დახურული პროცესის შემდეგ დაინიშნებიან ის კანდიდატები, ის მოსამართლეები, რომლებსაც შესაბამისი შეთანხმება აქვთ საბჭოს უმრავლესობასთან. ეს არის საბჭოს სისტემური პრობლემა და თუ ამას სწრაფი რეფორმა არ მოჰყვება, ჩვენ ამ ვითარების მძიმე შედეგებს შემდეგი 10-20 წლის განმავლობაში მივიღებთ. ჩემი აცილების პროცესი ერთი და იგივე ნიშნით იყო დახასიათებული. დახურულმა სხდომამ, სადაც თქვენ არ გაქვთ საშუალება ნახოთ რა კითხვებს სვამენ წევრები და როგორ პასუხობენ მოსამართლეები, აჩვენა, რომ არის დადგმული სპექტაკლი, თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ კარგად დადგმული სპექტაკლი. შესაბამისად, მნიშვნელობა არ აქვს რას ვიტყვი მე ან სხვა რომელიმე წევრი, რომელიც უმცირესობაშია, ასევე მნიშვნელობა არ აქვს, როგორ დაასაბუთებს ან რა ქულას დაწერს, შედეგი დადგება ისეთი, როგორიც უმრავლესობას უნდა. ამას კი მყისიერი რეფორმა სჭირდება“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო