ირაკლი ბონდარენკო - 7 წლის განმავლობაში ვიხილავდი სისხლის სამართლის საქმეებს, აქედან გამომდინარე, ანა დოლიძის განცხადებები პირადად ჩემს თავზე მივიღე

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, სადაც უვადო მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს, გასაუბრებიდან საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე კიდევ ერთმა მოსამართლემ ირაკლი ბონდარენკომ აიცილა.

მისი განცხადებით, ანა დოლიძის მიერ გასულ დღეებში გაკეთებული განცხადება, რომ „ზურაბ ადეიშვილის ნარჩენები ცდილობენ კონტროლის შენარჩუნებას სასამართლო ხელისუფლებაში“ საკუთარ თავზე მიიღო, აქედან გამომდინარე, ბონდარენკოს თქმით, არ ისურვა, რომ საბჭოში მასთან გასაუბრების პროცესს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე დასწრებოდა.

აღსანიშნავია რომ ირაკლი ბონდარენკო ამავე დროს იუსტიციის საბჭოს მოქმედი მოსამართლე წევრია.

„ამ შემთხვევაში, როგორც კანდიდატი ვალდებული ვიყავი კანონის მიხედვით მეხელმძღვანელა და აცილება დამეყენებინა. მას გარკვეული მოსაზრებები ნეგატიურ ჭრილში ჰქონდა გამოხატული და ეს არაერთგზის დააფიქსირა. დოლიძის მიერ გაკეთებული იყო განცხადება, რომლითაც მან საბჭოს წევრები ნეგატიურად წარმოაჩინა. როგორც იცით, კანდიდატი კეთილსინდისიერებითა და კომპეტენციით ფასდება. ასევე, როგორც საბჭოს მოქმედი მოსამართლე წევრს, შემიძლია გამოვთქვა აზრი, რომ კომპეტენციის ფარგლებში, როგორც საბჭოს წევრი ის ვალდებულია ეთიკის ნორმების პირობებში იმოქმედოს. დოლიძემ დააფიქსირა საკუთარი აზრი პირადად ჩემს, ანუ როგორც საბჭოს წევრის მიმართ. ყოველ შემთხვევაში მისი ასეთი ნეგატიური დამოკიდებულება ჩემთან მიმართებით აღვიქვი და მივიღე ის გადაწყვეტილება, რაც მივიღე. მე 2009 წლიდან 7 წლის განმავლობაში ვიხილავდი სისხლის სამართლის საქმეებს, აქედან გამომდინარე, მისი განცხადებები პირადად ჩემს თავზე აღვიქვი“, - განაცხადა ბონდარენკომ.

ამ დროისთვის არსებული მდგომარეობით, გასაუბრების პროცესიდან ანა დოლიძის აცილება უვადო მოსამართლეობის მსურველმა 11-მა კანდიდატმა მოითხოვა. უვადო მოსამართლეობა სულ 51 მოსამართლე კანდიდატს სურს.

გიორგი კანაშვილი - თუ ოპოზიციამ ვერ მოახერხა დამატებითი ამომრჩევლის გამოყვანა, ხოლო „ოცნებამ“ სულ მცირე იგივე რაოდენობა გამოიყვანა, რაც პირველ ტურში, შედეგი ოპოზიციისთვის  მძიმე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 28.10.2021
ჰუმანური შრომითი პოლიტიკა - რას ნიშნავს შრომით ბაზარზე გამოჩენილი ახალი ტენდენცია
ხათუნა ბურკაძე - დიდი სტრატეგიის შემუშავებით შევძლებთ ქვეყნის ინტერესების უზრუნველყოფას
გაიაქტიურეთ "სილქფესტის" საშემოდგომო შეთავაზებები შეუზღუდავად
მიიღე განსაკუთრებული შეთავაზებები მხოლოდ ოფიციალური Samsung-ის შეძენისას
BDO: ყველაზე ცნობადი ბრენდი საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიების ბაზარზე
„მიჰაუსში“ ჰელოუინთან დაკავშირებით დიდი ფასდაკლება დაიწყო
ამბასადორი ბათუმი აილენდი მულტიფუნქციური ხელოვნური კუნძულის მშენებლობისთვის ტექნიკურ კვლევებს აწარმოებს
თბილისი აუთლეტ ვილიჯი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პროექტად დასახელდა