მიხეილ სააკაშვილი - ქვეყანას მართავს ბარიგა, რომელიც უკვე ბანდიტად გადაიქცა და კონსტიტუციის ყველა მუხლს ფეხქვეშ თელავს

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კიევში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში მომხდარი მოვლენების შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„მე აქ უცხოელ მეგობრებთან ჩაის დასალევად მოვედი. ჩემთან შემოვიდნენ ადამიანები და მითხრეს, რომ შეიარაღებული ჯგუფი ჩემს ასაყვანად მოვიდა. მათ ლიფტში შესვლა და ჩემს სართულზე ამოსვლა სცადეს, თუმცა სასტუმროს დაცვამ მათ შესაბამისი საბუთები სთხოვა, ვინაიდან ეს კერძო მფლობელობაში არსებული ტერიტორიაა. მათ ეს საბუთები არ ჰქონდათ და სასტუმროს დატოვება მოუხდათ“, -განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, სპეცრაზმის ჯგუფი კვლავ სასტუმროს მახლობლად იმყოფება. „ქვეყანას მართავს ბარიგა, რომელიც უკვე ბანდიტად გადაიქცა და კონსტიტუციის ყველა მუხლს ფეხქვეშ თელავს. თუ მე ჩავიდინე ის, რაზეც ლუცენკო რადაში გამოსვლისას ტყუოდა, ვინ აძევებს ქვეყნიდან ასეთ მძიმე დანაშაულში ბრალდებულ ადამიანს?! ეს კი იმიტომ ხდება, რომ მათი ჩანაწერი დამონტაჟებული აღმოჩნდა და ახლა ჩემი მოშორება სურთ. ლუცენკო და პოროშენკო, როგორც ყოველთვის, ტყუიან, მათ სხვანაირად უბრალოდ არ შეუძლიათ“, - დასძინა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის