სამსონ ბრეგვაძე - გელა ნიკოლაიშვილი დოდო გუგეშაშვილის მეგობარია და დაკითხვის პროცესში დოდოს მოთხოვნით ჩაერთო

დოდო გუგეშაშვილის დაკითხვის პროცესში ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი თავად დოდო გუგეშაშვილის მოთხოვნით ჩაერთო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გუგეშაშვილის მეგობარმა სამსონ ბრეგვაძემ განუცხადა. მისივე განმარტებით, გუგეშაშვილი გამოძიებასთან ითანამშრომლებს.

„დოდო გუგეშაშვილი უკეთესადაა. ზეგისთვის ვაპირებთ შვილის უბედურების შესახებ გავაგებინოთ. ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი მეგობარია და თვითონ დაუძახა. დაკითხვის დეტალები ჩემთვის უცნობია, თუმცა რაც იცის, იმას იტყვის. გამოძიებასთან ითანამშრომლებს“, - განაცხადა სამსონ ბრეგვაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია