მიხეილ სააკაშვილი - ჯერ იმის მეასედი გააკეთეთ, რაც მე გავაკეთე და მერე ისაუბრეთ, რომ წარსული ვარ

ჯერ იმის მეასედი გააკეთეთ, რაც მე გავაკეთე და მერე ისაუბრეთ, რომ მე წარსული ვარ, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „რუსთავი2“-ის ეთერში საუბრისას განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, მოქმედი ხელისუფლება უმოქმედოა და ძირითადად იმ პროექტებს ახორციელებს, რასაც წლების წინ აკრიტიკებდნენ და რომლის განხორციელებაც წინა ხელისუფლებისას მიმდინარეობდა.

„ყველაფერი, რაზეც დგას საქართველო, არის ჩემი და ჩემი გუნდის შექმნილი. ტურიზმი ჩვენი შექმნილია, რაზეც დღეს საქართველოს ეკონომიკა დგას და ეს უწიგნურები არ დაგვცინოდნენ?! ამასწინათ თქვეს, რკინიგზა უნდა გავუშვათ ვენაშიო და ეს ის პროექტი არ იყო, რომელსაც ეწინააღმდეგებოდნენ?! ლაზიკას და ბათუმის უნივერსიტეტს არ ებრძოდა ეს ბნელეთის მოცუქლი?! არც ერთი ახალი პროექტი მათ არ შეუქმნიათ , ესენი არიან იმპოტენტები, რომელთაც არაფრის შექმნა არ შეუძლიათ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს