მიხეილ სააკაშვილი - ახლა თავისუფალი ვარ, როგორც ლაღი ფრინველი

უკრაინაში ვიყავი შეზღუდული და ვერ გავდიოდი ქვეყნიდან, თორემ ახლა თავისუფალი ვარ, როგორც ლაღი ფრინველი, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, უკრაინის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა „რუსთავი2“-ის ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, დაგეგმილი აქვს შეხვედრები ევროპის მასშტაბით და აქტიურად გააგრძელებს პოლიტიკურ მოღვაწეობას. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ის აუცილებლად დაბრუნდება საქართველოშიც და უკრაინაშიც.

“ხვალ მივფრინავ ჰოლანდიაში და მერე ვივლი მთელ ევროპაში, შეხვედრები მაქვს რუსეთში, გერმანიაში, საფრანგეთში და ა.შ. უკრაინაში ვიყავი შეზღუდული და ვერ გავდიოდი ქვეყნიდან, თორემ ახლა თავისუფალი ვარ, როგორც ლაღი ფრინველი“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო