ერთ-ერთი პირი, რომელიც ვარკეთილის მეტროში მომხდარის გამო თანამდებობას დატოვებს, სავარაუდოდ, სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელის მოადგილე ნუგზარ ჭეიშვილია

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელის მოადგილე ნუგზარ ჭეიშვილი, შესაძლოა, ერთ-ერთი იყოს იმ პირთა შორის, რომელიც ვარკეთილის მეტროში მომხდარი შემთხვევის გამო, თანამდებობას დატოვებს. სწორედ ჭეიშვილი იყო სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელი იმ პერიოდში, როცა მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია განხორციელდა.

სატრანსპორტო კომპანიის მოქმედი ხელმძღვანელი მამუკა კობახიძე ნუგზარ ჭეიშვილის მიერ თანამდებობის შესაძლო დატოვებას პირდაპირ არ ადასტურებს, თუმცა აღნიშნავს, რომ გათავისუფლდება ყველა ის პირი, რომელიც შესაბამის ტენდერსა და შესრულებული სამუშაოების შესრულებაში მონაწილეობდა.

"როგორც მოგეხსენებათ, ვარკეთილის მეტროში მოხდა ჭერის ჩამონგრევა. სამუშაოები დაუკვეთა თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ და ფაქტი ერთია, იყო ხარვეზები როგორც საპროექტო, ასევე სამშენებლო დონეზე. რა ეტაპზე დაუშვეს ხარვეზები, ამაზე გამოძიება მიმდინარეობს და შედეგს ისინი ადებენ. თუმცა, მანამდე თუ რომელიმე თანამშრომელს სამშენებლო ან საპროექტო სამუშაოებთან შეხება ჰქონდა, ყველა გათავისუფლდება თანამდებობიდან.

ვინც პასუხისმგებელი იყო აღნიშნული სამუშაოების წარმოებაზე, ან მიღება-ჩაბარებაზე, ყველა დატოვებს სამსახურს. გვარ-სახელებზე და რაოდენობაზე მოგვიანებით გავაკეთებ კომენტარს. საპროექტო სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა და მიიღო სატრანსპოტო კომპანიამ, სამშენებლო სამუშაოებზე გამოაცხდა ტენდერი და მიიღო სატრანსპორტო კომპანიამ, შესაბამისად, თუ სადმე ხარვეზი იყო დაშვებული, სატრანსპორტო კომპანია იყო პასუხისმგებელი,"- განაცხადა მამუკა კობახიძემ.

თბილისის მერის, კახა კალაძის გადაწყვეტილებით, მეტროსადგურ "ვარკეთილში" მომხდარი შემთხვევის გამო, დაუყოვნებლივ გათავისუფლდებიან დაკავებული პოზიციებიდან ის ადამიანები, რომლებიც ჩართულები იყვნენ სატენდერო პროცედურებში. ამის შესახებ კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა