დიმიტრი ხუნდაძე სააკაშვილის შესახებ - პოლონელ ხალხს ერთ ბრძნულ გამონათქვამს შევახსენებდი - ჭკვიანი კაცი სხვის შეცდომებზე სწავლობს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ბრიფინგი მუქარით სავსე განცხადებებს შეიცავდა. ხუნდაძე სააკაშვილს „ავანტიურისტს“ უწოდებს, რომელიც სხვის დაკვეთებს ასრულებს.

„როდესაც ვხედავდი, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ქოჩრით როგორ მიათრევდნენ, როგორც ქართველი, შერცხვენილი ვიყავი არა უკრაინის მთავრობის გამო, რომელიც თავის საქმეს ავად თუ კარგად აკეთებს, არამედ სააკაშვილის გამო, რომელიც საკუთარი თავის პრობლემაც გახდა. ეს ყველაფერი კი ბუნებრივია, ნეგატიურად აისახება ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე, რადგან, მას საქართველოს პრეზიდენტად მოიხსენიებენ.

რაც შეეხება ფაქტს, თუ რამდენად სამართლიანი იყო მისი უკრაინიდან დეპორტაცია, აღნიშნულს ვერ შევაფასებ, რადგანაც, ეს უკრაინის სახელმწიფოს გადასაწყვეტია, თუმცა, კარგი იქნებოდა, უკრაინის მთავრობას, საქართველოს ხელისუფლების რჩევები თავის დროზე გაეთვალისწინებინა. მათ, ქართული საზოგადოებისგან დაწუნებული სააკაშვილი როგორც დემოკრატიის შუქურა და ქვეყნის აღმშენებელი ისე მიიღეს, თუმცა, ხელში კი ავანტურისტი და ქვეყნის დამანგრეველი შერჩათ.

არ ვიცი, დგას თუ არა პოლონეთი რიგში და თუ ეს ასეა, პოლონელ ხალხს ერთ ბრძნულ გამონათქვამს შევახსენებდი - „ჭკვიანი კაცი სხვის შეცდომებზე სწავლობს“

რაც შეეხება სააკაშვილის მომავალ გეგმებს, გეტყვით, რომ მას რასაც დაუკვეთავენ, იმას შეასრულებს. ვინ არის დამკვეთი? - ვისაც აწყობს დესტაბილიზაციას და არეულობა უკრაინასა და საქართველოში. ეს არ არის დასავლეთის სახელმწიფოები. სააკაშვილი რუპორია, რომელსაც კარგად იყენებენ. ასეთებზე ყოველთვის იქნება მოთხოვნა ქვეყნის გარეთ თუ ქვეყნის შიგნით იმ პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან, ვისთვისაც რევოლუცია ერთადერთი გზაა საკუთარი მიზნების მისაღწევად. ბუნებრივია, ეს მუდმივ საფრთხეს წარმოადგენს. ჩვენ კი პოლიტიკური წინდახედულობა და სიფრთხილე გვმართებს“, -განაცხადა ხუნდაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა