მიხეილ სააკაშვილი - უკრაინაში კორუფციის პრობლემის გადაჭრის გასაღები ევროპულ დედაქალაქებში დევს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის აზრით, უკრაინაში კორუფციის პრობლემის გადაჭრა მხოლოდ ევროკავშირის დახმარებითაა შესაძლებელი.

ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა გერმანული გამოცემა „დოიჩე ველესთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„უკრაინაში კორუფციის პრობლემის გადაჭრის გასაღები ევროპულ დედაქალაქებში დევს“, - აღნიშნა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.

მისი აზრით, ამის ეფექტური საშუალება შეიძლება იყოს ევროკავშირის მიერ უკრაინელი კორუფციონერების სიის შექმნა, „მაგნიტსკის სიის“ მსგავსად, რაც გაითვალისწინებდა შემზღუდველი ზომების შემოღებას კორუფციონერებისთვის.

„ამგვარი ანტიკორუფციული ზომების გატარება დააჩქარებდა უკრაინაში ცვლილებებს. გარდა ამისა, დასავლეთის ცალკე ბანკებმა და ფინანსურმა ინსტიტუტებმა უნდა შეწყვიტონ თამაში კორუმპირებულ ოლიგარქებთან“, - განაცხადა სააკაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა