”ევროპული საქართველო” ”ქართულ ოცნებას” მოუწოდებს, საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტო არ დაძლიოს

”ევროპული საქართველო” ”ქართულ ოცნებას” ურჩევს, ”საზოგადოებრივ მაუწყებელთან” დაკავშირებით კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო არ დაძლიოს.

როგორც პარტიის წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, ამით ხელისუფლება თავიდან აიცილებს იმ ზიანს, რაც ამ კანონის მიღებით საზოგადოებას მიადგება.

”ორ რამეს აღვნიშნავ, პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ თქვენ, ბატონო რომან და კომიტეტის წევრებმა შეინარჩუნეთ პრინციპული პოზიცია პლენარულ სხდომაზე, რაც თავისთავად მისასალმებელია, მაგრამ სამწუხაროა, რომ თქვენ ვერ შეძელით კოლეგების დარწმუნება იმაში, თუ რა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს საზოგადოების ინტერესებისათვის აღნიშნული კანონპროექტი. ამიტომ, მინდა მოვუწოდო ”ქართულ ოცნებას”, როგორც მინიმუმ არ დაძლიოს ვეტო. ჩვენი აზრით, ძალიან მოტივირებულია ის, რაც წერია შენიშვნებში, მაგრამ თუ ”ქართული ოცნება” როგორც მინიმუმ არ დაძლევს ამ ვეტოს, თავიდან ავიცილებთ იმ ზიანს, რაც ამ კანონპროექტის მიღებით მოგვადგება”, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ამ წუთებში პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე, საქართველოს პარლამენტის მიერ 2017 წლის 22 დეკემბერს მიღებული და ხელმოსაწერად წარდგენილ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტებზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს