ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ მმართველი კოალიცია სტაბილურია და ვადამდელი არჩევნების ჩატარების გეგმა არავის აქვს

ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, მისი მმართველი კოალიცია სტაბილურია და ვადამდელი არჩევნების ჩატარების გეგმა არავის აქვს.

მისი თქმით, მთავრობა, რომელსაც ის უძღვება, უფლებამოსილების ამოწურვის ვადამდე აპირებს მუშაობას.

„მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი კოალიცია სტაბილურია. არავინ არ აპირებს არჩევნებზე წასვლას. ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას ისრაელის მოქალაქეების სასიკეთოდ უფლებამოსილების ამოწურვის ვადამდე“, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

გუშინ ისრაელის პოლიციამ განაცხადა, რომ შეგროვებულია საკმარისი მტკიცებულებები, რათა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს კორუფციაში, თაღლითობაში და ნდობის ბოროტად გამოყენებაში ბრალი ორ საქმეზე წაეყენოს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა