„ბორისპოლის“ აეროპორტში ოდესის მერი დააკავეს

კიევში, „ბორისპოლის“ აეროპორტში ოდესის მერი გენადი ტრუხანოვი დააკავეს. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.

როგორც უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურში განაცხადეს, ოდესის მერი კიევში ვარშავიდან ჩაფრინდა, სადაც ის მესაზღვრეებმა დააკავეს და უკრაინის ანტიკორუფციულ ბიუროს გადასცეს.

„აღნიშნულ მოქალაქესთან მიმართებაში მესაზღვრეებმა ერთ-ერთი სამართალდამცავი ორგანოს დავალება შეასრულეს. ადგილზე მოვიდნენ ანტიკორუფციული ბიუროს წარმომადგენლები, რომლებსაც გადაეცა ოდესის მერი“, - აღნიშნეს უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურში.

გენადი ტრუხანოვს ბრალად ედება ადგილობრივი ბიუჯეტის თანხების მითვისება საავტომობილო გზების რეკონსტრუქციის ღირებულების გაზრდის საშუალებით.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო