სამგორის მაჟორიტარი წევრი გიორგი დოხტურიშვილი ვარკეთილში კორპუსის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო

თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი წევრი გიორგი დოხტურიშვილი ვარკეთილის მესამე მასივში, მეშვიდე კვარტლის, მეათე კორპუსის სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ მისამართზე ე.წ. „ხრუშჩოვკის“ დემონტაჟი 2017 წელს განხორციელდა. მის ადგილას კომპანია „ვი.ვი.ენ. კომპანი“ ამჟამად მრავალსართულიან კორპუსს აშენებს, რომლის დასრულების შემდეგ, ე.წ. „ხრუშჩოვკის“ მცხოვრებლებს მშენებელი შესაბამის ფართებს გადასცემს.

თბილისის მერიის ცნობით, კორპუსის მოსახლეობა, 22 ოჯახი, ჯერ კიდევ 2015 წლიდან კორპუსის ავარიულობის გამო ქირით არის გაყვანილი. ბინების იჯარის თანხას აღნიშნული კორპუსის მცხოვრებლებს სამგორის რაიონის გამგეობა უხდის და ეს ვალდებულება რაიონის გამგეობას 2019 წლის სექტემბრამდე აქვს აღებული.

მათივე ინფორმაციით, დღესვე კომპანია „ვი.ვი.ენ. კომპანისა“ და კორპუსის მცხოვრებლებს შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმად, თუკი 2019 წლის სექტემბრამდე კორპუსის ექსპლუატაციაში მიღება არ მოხდება, შემდგომში მშენებელი თავად იღებს კორპუსის მცხოვრებთა ქირით უზრუნველყოფის ვალდებულებას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა