დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოზე გადაწყვეტილება ვერ მიიღო

საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით "მაუწყებლობის შესახებ" კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ოთხმა წევრმა მხარი დაუჭირა, ექვსმა დეპუტატმა ხმა წინააღმდეგ მისცა - კენჭისყრის ამ შედეგით კომიტეტმა პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებზე გადაწყვეტილება ვერ მიიღო. კერძოდ, დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებას კომიტეტის წევრთაგან სულ მცირე 8 ხმა სჭირდება (დამსწრეთა უმრავლესობა), თუმცა კენჭისყრის დროს გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო რაოდენობის ხმები არ დაფიქსირდა.

კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ საკუთარი უარყოფითი პოზიცია დააფიქსირა გიორგი მარგველაშვილის შეთავაზებასთან დაკავშირებით. როგორც მან განმარტა, ვეტოს მხარდაჭერა იმას ნიშნავს, რომ მან მხარი უნდა დაუჭიროს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ სტარტაპების დაფინანსების ინიციატივას, რასაც არ იზიარებს.

აქვე კაკულიამ აღნიშნა, რომ ის არ ეთანხმება სახელმწიფო შესყიდვების ნაწილში გამოყენებულ ვეტოს, რადგან ეფექტური მაკონტროლებელი ორგანოების ფუნქციონირების პირობებში, მისაგან გამოწვეული საფრთხეები არ იარსებებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო