მიხეილ სააკაშვილმა პოლონეთში მისი გაძევების გადაწყვეტილება კიევის სასამართლოში გაასაჩივრა

კიევის საოლქო ადმინისტრაციულ სასამართლოში პოლონეთში გაძევების გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სარჩელი შევიდა.

ამის შესახებ ინფორმაციას სასამართლოს პრესსამსახური ავრცელებს.

„მოსარჩელე სასამართლოს თხოვს არაკანონიერად სცნოს სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის, სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურისა და შსს-ს ქმედებები, რომელიც დათარიღებულია 2018 წლის 12 თებერვლით, რომლის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის პოლონეთში დაბრუნება მოხდა“, - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს სთხოვს გააუქმოს სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის აღნიშნული გადაწყვეტილება. ამჟამად სასამართლო ადმინისტრატიული საქმის აღძრის საკითხს განიხილავს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო