დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე - თუ 2019 წლის 14 თებერვლამდე პროკურატურა "რუსთავი 2"-ის საქმეზე ბრალს ვინმეს არ წაუყენებს, დავის გაგრძელების სამართლებრივ ბერკეტებს დავკარგავთ

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დამფუძნებლების განცხადებით, თუკი 2019 წლის 14 თებერვლამდე პროკურატურა "რუსთავი 2"-ის საქმეზე ბრალს ვინმეს არ წაუყენებს, ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, ისინი საქართველოში რაიმე სახის დავის გაგრძელების მხრივ სამართლებრივ ბერკეტებს დაკარგავენ.

როგორც დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, გამოძიება პრაქტიკულად სრულადაა ჩატარებული, თუმცა 2015 წლის 14 თებერვლის შემდეგ, რაც ისინი დაზარალებულად ცნეს, გამოძიებას არავითარი ნაბიჯი არ გადაუდგამს. მათივე თქმით, დაზარალებულის სტატუსის მინიჭების შემდეგ, ისინი საქმის მასალებს გაეცნენ და გამოძიების მიერ მოპოვებული მასალები საკმარისია იმისთვის, რომ იმჟამინდელ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის კონკრეტულ პირებს ბრალი წაუყენონ.

ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი მთავარ პროკურატურას მიმართავენ და მოუწოდებენ, მათ საქმეზე შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება მიიღონ, რათა მათ შეძლონ "რუსთავი 2"-ის წართმევის საქმეზე, ქართულ სასამართლოებში დავის დაწყება შეძლონ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს