ირაკლი კობახიძე - მიწასთან დაკავშირებული კანონპროექტი ივნისის ბოლომდე იქნება მიღებული

გვესაჭიროება კანონმდებლობის ჰარმონიზაცია კონსტიტუციასთან და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კანონპროექტი, რომელიც უნდა მომზადდეს და რომელიც უნდა მივიღოთ ივნისის ბოლომდე, იქნება სწორედ მიწასთან დაკავშირებული კანონპროექტი,- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განუცხადა. მისივე თქმით, შესაძლოა, აღნიშნულთან დაკავშირებით, სპეციალური კომისია შეიქმნას.

„ახალი კონსტიტუცია, ახალი რედაქცია ამოქმედდება, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ნოემბრის თვიდან, მას შემდეგ, რაც ფიცს დადებს ახალი პრეზიდენტი. შესაბამისად, ჩვენ მანამდე გვესაჭიროება კანონმდებლობის ჰარმონიზაცია კონსტიტუციასთან და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კანონპროექტი, რომელიც უნდა მომზადდეს და რომელიც უნდა მივიღოთ ჩვენ, რეალურად, ივნისის ბოლომდე, იქნება სწორედ მიწასთან დაკავშირებული კანონპროექტი. ამასთან დაკავშირებით შეიქმნება, ზოგადად, ჰარმონიზაციის კომისია. ასევე, შეიძლება შეიქმნას სპეციალური კომისია მიწის კანონპროექტთან დაკავშირებით და ყველა დაინტერესებულ მხარესთან ერთად განვიხილავთ ამ კანონპროექტს და მივიღებთ ისეთ კანონმდებლობას, რომელიც ყველაზე მეტად მიესადაგება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ჩვენ ეროვნულ ინტერესებს საქართველოში, მათ შორის, ეკონომიკის განვითარების ინტერესებს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა