ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით მოსწავლეებისთვის სპორტული ღონისძიება გაიმართა

ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სპორტული ღონისძიება გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს თხილამურებით სრიალში შეეჯიბრნენ.

„ღონისძიებაში, რომელიც ხულოს მუნიციპალიტეტის კურორტ „გოდერძიზე“ გაიმართა 26-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. შეჯიბრის დასასრულს სპეციალურმა სამსაჯო გუნდმა, რომელსაც სათხილამურო სპორტში მწრთვნელი ვახტანგ მეხეშიძე ხელმძღვანელობდა, გოგონებსა და ვაჟებში გამარჯვებულები გამოავლინა. გამარჯვებულ მოსწავლეებს ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა სპეციალური თასები და მედლები გადასცეს. ღონისძიება პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში ჩატარდა და მისი მიზანია პროკურატურის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლება და მოზარდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციაა“, - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს