მურთაზ კიკორია მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებსა და მიკროსაფინანსო სექტორში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, მურთაზ კიკორიას და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრაზე.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა არასაბანკო სექტორის წარმომადგენლებს საკანონმდებლო ცვლილებების თანმდევ რეგულაციებთან დაკავშირებით, რომლებიც უახლოესი თვეების განმავლობაში ეტაპობრივად ამოქმედდება.

განსაკუთრებით აღინიშნა სექტორის მონაწილეების ჩართულობა ამ პროცესში. შეხვედრაზე აქტიური მსჯელობის საგანი იყო საზედამხედველო მოთხოვნების გამკაცრება კაპიტალიზაციისა და დარეზერვების კუთხით, თუმცა ყველა შეთანხმდა ეროვნული ბანკის საზედამხედველო სტრატეგიის აუცილებლობაზე. ასევე, ვიცე-პრეზიდენტის მიერ ხაზი გაესვა სექტორის გამჭვირვალობისა და საფინანსო ანგარიშგებების სანდოობის ამაღლების კუთხით გასატარებელ ღონისძიებებს, აუდიტის მნიშვნელობას და საოპერაციო სისტემების გამართულობას. შეკითხვები დაისვა შესაფერისობის კრიტერიუმებთან და მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებთან დაკავშირებით.

შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდენენ, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება, რაც მიკროსაფინანსო სექტორის დინამიურ და სტაბილურ განვითარებას შეუწყობს ხელს.

დღეისათვის ბაზარზე 72 მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა დარეგისტრირებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა