გიორგი მარგველაშვილი - გასაგებია, რომ ვერ მოვახერხეთ გაგვენახევრებინა გაზი, ელექტროენერგია და ბენზინი, მაგრამ გავაძვიროთ?!

რაღაცას რომ ვერ გააკეთებს პოლიტიკოსი, ეს გასაგებია; ვიღაც რაღაცას ვერ აკეთებს, მაგრამ იქ რომ დაჯდები და იტყვი, მიშას რომ საქმეს უკეთებდა,რა კარგი კაცი ყოფილა და მოდი დავტოვოთ, ეს პროკურორი თურმე რა კარგად მუშაობდა, ორქოსავით მოსამართლეები მიშას დროს გამოწვრთნილები დავტოვოთ, მარგველაშვილია „ნაცი“?! ეს ტვინის სხვა მდგომარეობაა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ სტუმრობისას განაცხადა.

„გასაგებია ის, რომ ჩვენ ვერ მოვახერხეთ გაგვენახევრებინა გაზი, გაგვენახევრებინა ელექტროენერგია და ბენზინი, გავიგე, ეს რომ ვერ შევასრულეთ, მაგრამ გავაძვიროთ?! გასაგებია, რომ ვერ შევასრულეთ, რასაც ვამბობდით ღირებულებით ნაწილში, მაგრამ რა გავაკეთოთ, ამის მერე თვითმმართველობა გაგიუქმო? გასაგებია, რომ ვერ მივეცით უფასო ფული, მაგრამ რა გავაკეთო, კრედიტები გაგიძვირო? რაღაცას რომ ვერ გააკეთებს პოლიტიკოსი, ეს გასაგებია. ვიღაც რაღაცას ვერ აკეთებს, მაგრამ თვისობრივად რომ ვერ შეიცვლება, იქ რომ დაჯდები და იტყვი, მიშას რომ საქმეს უკეთებდა, რა კარგი კაცი ყოფილა და მოდი დავტოვოთ, ეს პროკურორი თურმე რა კარგად მუშაობდა, ორქოსავით მოსამართლეები მიშას დროს გამოწვრთნილები დავტოვოთ, მარგველაშვილია „ნაცი“?! ეს ტვინის სხვა მდგომარეობაა“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა