გიორგი მარგველაშვილი - ქართული საზოგადოებისთვის ხელის გადაგრეხვა არავის შერჩენია

ქართული საზოგადოებისთვის ხელის გადაგრეხვა არავის შერჩენია და ხელის გადაგრეხვაა, როდესაც გეუბნებიან - კი, ვიცი, რომ გინდა პრეზიდენტი აირჩიო, მაგრამ შენი საქმე ეს არ არის, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” განაცხადა.

მისი თქმით, ქართული საზოგადოება მძიმედ, მაგრამ მაინც ვითარდება და ის არ შეეგუება დაჩაგვრას. “ვფიქრობ, პრეზიდენტს მომავალშიც აირჩევენ. ამდენი ხანია პოლიტიკაში ვარ და ვატყობ, რომ ქართული საზოგადოებისთვის ხელის გადაგრეხვა არავის შერჩენია და ხელის გადაგრეხვაა, როდესაც გეუბნებიან - კი, ვიცი, რომ გინდა პრეზიდენტი აირჩიო, მაგრამ შენი საქმე ეს არ არის. მე არ მგონია, რომ ეს გავიდეს ბოლომდე. ჩვენ არ ვართ საზოგადოება, რომელიც თუნდაც საბჭოთა კავშირის დანგრევის მერე უკან შებრუნდა ღირებულებითად, არა, მძიმედ, მაგრამ ჩვენ ვვითარდებით. ჩვენ ვართ საზოგადოება, სადაც თავისუფალი მედიაა, საზოგადოება, სადაც არაერთი პოლიტიკური პარტიაა, ოპოზიცია არსებობს, ბიზნესი თავისუფალია და ა.შ. ”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს