პირი, რომელმაც ფლორიდის სკოლაში ცეცხლი გახსნა, სკოლიდან ცუდი დისციპლინის გამო იყო გარიცხული

ფლორიდის შტატის ქალაქ პარკლენდის პოლიცია სოციალურ ქსელებში იმ მოზარდის პროფილებს სწავლობს, რომელმაც ერთ-ერთ სკოლაში ცეცხლი გახსნა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ბროვარდის ოლქის შერიფმა განუცხადა.

„ჩვენ ვსწავლობთ მის საიტებს, სოციალურ ქსელებს. ზოგიერთი რამ, რაც ჩვენ აღმოვაჩინეთ, დიდ შეშფოთებას იწვევს“, - განაცხადა შერიფმა.

გავრცელებული ინფორმაციით, ნიკოლას დე ხესუს კრუზი მანამდე სკოლიდან ცუდი დისციპლინის გამო გარიცხეს.

ამასთან, სენატში ფლორიდის შტატის წარმომადგენლის ბილ ნელსონის განცხადებით, თავდასხმამდე დამნაშავემ აირწინაღი გაიკეთა და სახანძრო განგაში ჩართო, რათა მოსწავლეები საკლასო ოთახებიდან დერეფანში გამოსულიყვნენ. ამის შემდეგ დაიწყო სროლა.

ამასთან, პოლიციამ დაადგინა, რომ ნიკოლას დე ხესუს კრუზი შეიარაღებული იყო AR-15-ის ტიპის ნახევრადავტომატური შაშხანით, რომელიც ამერიკული პოლიციის შეიარაღებაში შედის და სამოქალაქო პირებზეც იყიდება.

ფლორიდის შტატის ქალაქ პარკლენდის ერთ-ერთ სკოლაში სროლის შედეგად სულ მცირე სკოლის 17 მოსწავლე დაიღუპა და 20 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 3 კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. დაჭრილები ახლომდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს. დანაშაული სკოლის ყოფილმა მოსწავლემ, 19 წლის ნიკოლას დე ხესუს კრუზმა ჩაიდინა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს