დემირელის კოლეჯის დირექტორი - პედაგოგების ნაწილმა საქართველო დატოვა და სხვადასხვა ქვეყანაში თავშესაფარი მოითხოვა

დემირელის კოლეჯის პედაგოგების ნაწილმა საქართველო დატოვა და სხვადასხვა ქვეყანაში თავშესაფარი მოითხოვა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კოლეჯის დირექტორმა საფედ ბაირათ თუთანმა განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, თანამშრომლების ერთი ნაწილი საზღვარგარეთ კოლეჯის დახურვის შემდეგ წავიდა, თუმცა კოლეჯის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის დაკავებისა და მისი თურქეთში ექსტრადირების მოთხოვნის შემდეგ, უცხო ქვეყნებში კიდევ რამდენიმე პედაგოგი გაემგზავრა და თავშესაფარი მოითხოვა.

„დაკონკრეტება არ შემიძლია, თუ რომელ ქვეყნებში მიდიან, თუმცა ფაქტი და რეალობა ასეთია. ვინაიდან სკოლა დაიხურა, ძალიან ბევრი პედაგოგი წავიდა საზღვარგარეთ, როგორც სამუშაოდ, ასევე თავშესაფრის ძიებისთვის. ამ გზას ჩაბუქის დაკავების შემდეგ კიდევ უფრო ბევრმა ადამიანმა მიმართა“, - განაცხადა საფედ ბაირათ თუთანმა.

დემირელის კოლეჯის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი თურქეთის მოთხოვნით დააკავეს. მას ბრალად ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა და მხარდაჭერა ედება. ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირების საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 19 თებერვალს უნდა იმსჯელოს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა