პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძისა და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ხვალ, 16 თებერვალს გაიმართება.
შეხვედრა საკანონმდებლო ორგანოში, 12:30 საათზე დაინიშნა.
როგორც ცნობილია, მედიაორგანიზაციებს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით კრიტიკული შენიშვნები აქვთ, რის კონტექსტშიც უმრავლესობას მოუწოდებენ, პრეზიდენტის ვეტო გაიზიარონ და მომზადებული ცვლილებები არ მიიღონ.
აღნიშნულ საკითხზე პარლამენტის თავმჯდომარესა და მედიის წარმომადგენლებს შორის პირველი შეხვედრა იანვრის ბოლოს გაიმართა.