მცირე მეწარმეებისთვის ბრუნვის გადასახადი 5-ჯერ შემცირდება, ასევე მცირე მეწარმის კატეგორიაში მოხვდება 500 000 ლარამდე ბრუნვის მქონე საწარმო

მთავრობის ინიციატივით, მცირე მეწარმეებისთვის ბრუნვის გადასახადი 5-ჯერ შემცირდება, ასევე მცირე მეწარმის კატეგორიაში მოხვდება 500 000 ლარამდე ბრუნვის მქონე საწარმო, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, მთავრობა მცირე ბიზნესის დახმარების მეორე ტალღას იწყებს.

„მინდა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს შევეხო. პირველი - ეს გახლავთ მცირე მეწარმეებისთვის შეაღავათიანი საგადასახადო რეჟიმის შემოღება. მოგეხსენებათ, რომ მეწარმეობის განვითარება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, განსაკუთარებით მცირე მეწარმეობის. მე პარლამენტში მთავრობის დამტკიცების დროს, ჩემი გამოსვლისას ვისაუბრე, რომ ჩვენ ვიწყებთ მცირე ბიზნესის დახმარების მეორე ტალღას. მას შემდეგ, რაც საკმაოდ წარმატებით ხორციელდება პროგრამები „აწარმოე საქართველოში“, სოფლის მეურნეობის მიმართულებით პროგრამები, „დანერგე მომავალი“ და ა.შ. ჩვენ შემოვდივართ ახალი ინიციატივით. მინდა მადლობა გადავუხადო ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძეს, რომელმაც ძალიან საინტერესო საკანონმდებლო პაკეტის ინიცირება მოახდინა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. ეს გახლავთ ინიციატივა მცირე მეწარმეებისთვის დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმის დაწესების თაობაზე. კერძოდ, მცირე მეწარმეებისთვის 5-ჯერ ვამცირებთ ბრუნვის გადასახადს, ანუ 5%-ის ნაცვლად იქნება 1%-იანი ბრუნვის გადასახადი. ამასთან, დღეს თუ მცირე მეწარმედ ითვლება 100 000 ლარამდე ბრუნვის მქონე საწარმო, 500 000 ლარამდე ბრუნვის საწარმო ჩაითვლება ამ კატეგორიაში და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის მართლაც მნიშვნელოვანი შვება მცირე მეწარმეობაში დაკავებული ადამიანებისთვის, მნიშვნელოვანი შემცირება საგადასახადო ტვირთის და წახალისება ახალი მეწარმეების, რომელთაც სურთ საქმიანობის წამოწყება“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

ამასთან, მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ მეწარმეები აიტაცებენ ამ ინიციატივას, „იქნება ახალი საწარმოების შექმნის ინიციატივები და მნიშვნელოვანი ახალი ჟანგბადი მცირე მეწარმეებისთვის წარმოების გაფართოებისთვის და ასევე არსებული საწარმოებისთვის“.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო