ირაკლი კოვზანაძემ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ხელმძღვანელთან საპარლამენტო მხარდაჭერის საკითხებზე ისაუბრა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ხელმძღვანელს ოთარ ძიძიკაშვილს შეხვდა და ახლად შექმნილი სააგენტოს საქმიანობის მიმდინარე და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის აპარატიდან აცნობეს, შეხვედრაზე განიხილეს კონკრეტული ამოცანები და პერსპექტივები, რაც სააგენტოს საქმიანობის არეალისა და უფლებამოსილებების გაფართოებისთვის უნდა გადაიდგას. ასევე იმსჯელეს კანონმდებლობის დახვეწის კუთხით საპარლამენტო მხარდაჭერის საკითხებზე და ორმხრივი კომუნიკაციის მნიშვნელობასა და თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

„ეს არის უმნიშვნელოვანესი სააგენტო, რომელიც უზრუნველყოფს დეპოზიტების დაზღვევას და არის საფინანსო სექტორის მდგრადობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი. იგი ანგარიშვალდებულია მთავრობის, პარლამენტის და ეროვნული ბანკის წინაშე. საქართველო ერთადერთი ქვეყანა იყო, სადაც დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო არ არსებობდა. ამ კუთხით მთავრობამ და პარლამენტმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით. ახლა საჭიროა სააგენტოს წარმატებით მუშაობისთვის ხელის შეწყობა. სხვა საკითხებთან ერთად, ჩვენ ვიმსჯელეთ იმ თვალსაზრისითაც, რომ სააგენტოს მუშაობაში ჩაერთოს საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები. ასევე, თუ რა უნდა გააკეთოს პარლამენტმა კანონმდებლობის დახვეწის კუთხით“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი კოვზანაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა