ქუთაისში კინოთეატრი „საქართველო“ იხსნება

16 თებერვალს ქუთაისში კინოთეატრი „საქართველო“ იხსნება. კომპანიის წარმომადგენლების ინფორმაციით, მუშაობა თავდაპირველად ტექნიკურ რეჟიმში დაიწყება და წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ჟანრის ფილმები. კინოთეატრის რეაბილიტაცია რამდენიმე წელი მიმდინარეობდა, მასში დაახლოებით 10 მილიონის ინვესტიცია განხორციელდა. კინოთეატრს აქვს 6 კინოდარბაზი (ამათგან 2 - 130 ადგილიანი, 2 - 67 ადგილიანი და 2 VIP დარბაზი ).

კინოთეატრში ფილმების ჩვენება მოხდება 3D ფორმატში.

21 თებერვალს გაიმართება რეჟისორ ნიკოლოზ ხომასურიძის მხატვრული ფილმის "ექვთიმე ღვთისკაცი" პრემიერა. ჩვენებას ექვთიმეს როლის შემსრულებელი მსახიობი რეზო ჩხიკვიშვილი დაესწრება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა