ირაკლი ზარქუა - თბილისს წლის ბოლომდე 100-მდე ახალი ავტობუსი ეყოლება

თბილისის 2018 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების შედეგად, დედაქალაქს წლის ბოლომდე 100-მდე ახალი ავტობუსი ეყოლება,- ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა. მისი თქმით, თბილისის ბიუჯეტი 35 მლნ ლარით იზრდება და აღნიშნული თანხის ძირითადი ნაწილი თბილისისთვის ახალი, მოდერნიზებული ავტობუსების შეძენას მთლიანად მოხმარდება.

„დედაქალაქის ბიუჯეტი 35 მილიონი ლარით იზრდება, საიდანაც გარდამავალი ნაშთი 34 მლნ ლარია, რომელიც გასული წლიდან არის გადმოსული, ხოლო დანარჩენი 576 ათასი ლარი ევროკავშირის გრანტის ნაწილია“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის თქმით, 15 მლნ ლარის ფარგლებში, თანხები სხვადასხვა მუხლებში გადანაწილდება.

„ხუთი მილიონი ლარით შევამცირეთ მეტროსადგურების რეაბილიტაციისთვის განსაზღვრული თანხა, რისთვისაც თავდაპირველად 11 მლნ ლარი იყო გათვალისწინებული. ეს იმიტომ გავაკეთეთ, რომ შევისწავლოთ მეტროსადგურების რეაბილიტაციისთვის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერები და მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები. ამჟამად, ყველა სარეაბილიტაციო სამუშაო შეჩერებულია. შესაბამისად, ამ თანხის ათვისება ვერ მოხდება, რის გამოც ამ მიმართულებით გამოყოფილი თანხა შემცირდება“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

მისი თქმით, ბიუჯეტის ამ მუხლში დარჩენილი ხუთი მილიონ სამასი ათასი ლარი იმ მეტროსადგურების რეაბილიტაციას მოხმარდება, რომლებიც ყველაზე სავალალო მდგომარეობაშია.

დეპუტატის განმარტებით, 2018 წლის თბილისის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების თანახმად, იზრდება გამწვანების, საბავშვო ბაგა-ბაღების რეაბილიტაციისთვის და სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებზე გათვალისწინებული თანხები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა