რუსთავის #1 საჯარო სკოლაში ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ ინფორმაცია ცრუ აღმოჩნდა

რუსთავის #1 საჯარო სკოლაში ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ ინფორმაცია ცრუ აღმოჩნდა. ამ დრომდე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან კრიმინალური პოლიციისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.

როგორც სკოლის დირექტორმა გულთამზე შკუბულიანმა განაცხადა, სამართალდამცავებმა 112-ში შესული შეტყობინების საფუძველზე გაატარეს შესაბამისი ღონისძიება, მოხდა სკოლის შენობის დათვალიერება და რაიმე აკრძალული ნივთი ან საფრთხის შემცველი არაფერი არ აღმოუჩენიათ.

ცოტა ხნის წინ #1 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, საპატრულო პოლიცია და კრიმინალური პოლიცია. არსებული ინფორმაციით, 112-ში შევიდა უცნობი პირის ზარი სკოლაში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის თაობაზე. შსს-ში აცხადებენ, რომ ადგილზე შესაბამისი ღონისძიებები გატარდა და სასწავლო პროცესი შეწყვეტილი არ არის.