დოდო გუგეშაშვილი - მე და მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმები ვართ, ამას იმიტომ ვამბობ, რომ კუდების გამობმა მოინდომეს

თადარიგის პოლოკოვნიკ დოდო გუგეშაშვილს შვილის გარდაცვალების გამო, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა მიუსამძიმრა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა, სადაც დოდო გუგეშაშვილის შვილი, ნოდარ გუგეშაშვილი დაკრძალეს.

„ჩვენ ძმები ვართ, ორივე ამ ქვეყნის შვილები ვართ, გულით, სისხლით და ხორცით. მალხაზი საქართველოს პატრიოტია, ეს კაცი ჩემი ძმა და ჭირისუფალია, ისევე, როგორც მისი ჭირისუფალი მე ვარ. ამ ყველაფერს იმიტომ ვამბობ, რომ კუდების გამობმა მოინდომეს, როდესაც ხედავდნენ, რომ დღე და ღამე საავადმყოფოში ვიყავი თემირლანის გამო. ეს მაგარი კაცია, კბილებით ეჭირა ამას და პანკისის ხეობის მცხოვრებლებს საქართველოს ის ნაწილი და ხვალაც და ზეგაც დაიჭერენ და მტერს არ შემოახედებენ საქართველოში“, - განუცხადა დოდო გუგეშაშვილმა ჟურნალისტებს მალხაზ მაჩალიკაშვილზე საუბრისას.

მას ჟურნალისტებთან სხვა თემაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

იხილეთ ვიდეო: "ჩემი ძმა არის, ის ჩემი ჭირისუფალია, მე მისი" - დოდო გუგეშაშვილი მაჩალიკაშვილზე

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს