გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ”ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ”ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, 16 თებერვალს, 11:30-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 318 აბონენტს დუშეთის რაიონის სოფლებში: ზემო ხორხი, თვალივი, გუდრუხი, ნეძიხი, კანატია და მიმდებარე სოფლებში.

ასევე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 14:00-დან 15:00 საათამდე 1613 აბონენტს თიანეთში: 9 აპრილის, ქუმსიაშვილის, 26 მაისის, ჭავჭავაძის და მიმდებარე ქუჩებზე.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა