აბაშაში დასავლეთ საქართველოს მეფუტკრეთა ალიანსი დაფუძნდა

აბაშაში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი დასავლეთ საქართველოს მეფუტკრეთა ალიანსის დაფუძნების ღონისძებას დაესწრო.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან აცნობეს, ალიანსში 150-მდე მეწარმე გაერთიანდა. მათივე ინფორმაციით, ბიზნეს-გაერთიანების შექმნის ინიციატორები თავად მეწარმეები არიან, მათ ამ კუთხით დახმარების თხოვნით სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონულ სავაჭრო-სამრეწველო პალატას მიმართეს.

როგორც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში აცხადებენ, დასავლეთ საქართველოს მეფუტკრეთა ალიანსის შექმნის მთავარი მიზანი დარგში არსებული პრობლემების დაძლევა და პროდუქციის ექსპორტზე გატანის ხელშეწყობაა. ამ ბიზნეს-გაერთიანების საშუალებით მოხდება დარგში არსებული პრობლემატიკის სისტემატიური კვლევა და ანალიზი. ასევე, ალიანსი ხელს შეუწყობს წევრებს ადგილობრივი და უცხოური სარეალიზაციო ბაზრების მოძიებაში. მეფუტკრეთა ალიანსის დაფუძნების ერთ-ერთი მიზანი ასევე საჭიროებისამებრ ტრენინგებისა და სხვა საგანმანათლებლო პროგრამების ორგანიზებაა. პალატას ალიანში თანადამფუძნებლის სტატუსი აქვს. გამგეობის ერთ-ერთი წევრი პალატის მომსახურებისა და რეგიონული განვითარების დეპარტამენტის დირექტორი - გრიგოლ ბაიბურთია.

”2018 წლის 14 თებერვალს, სამეგრელოს-ზემო სვანეთის რეგიონში პალატის თანამონაწილეობით კიდევ ერთი ბიზნეს-ასოციაცია დაფუძნდა. ზუგდიდში ათეულობით მეწარმე კივის მწარმოებელთა ასოციაციაში გაერთიანდა.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა დარგობრივ ასოციაციებს ეტაპობრივად, სხვადასხვა რეგიონში, მეწარმეთა მხრიდან გამოთქმული ინტერესების შესაბამისად აფუძნებს. 2018 წელს პალატამ იმერეთში მწვანილის მწარმოებელთა ასოციაცია დააფუძნა. პალატის ამ ინიციატივის მთავარი მიზანი დარგობრივ პრობლემატიკაზე მუდმივი წვდომა და ბიზნეს-ასოციაციებისა და კლასტერინგის განვითარების ხელშეწყობაა. ასოციაციების დაფუძნების ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა დისკუსიები კლასტერინგისა და ბიზნეს-გაერთიანებების პრაქტიკის შესახებ,” -აცხადებენ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს