პროფკავშირების გაერთიანება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ „შრომის უსაფრთხოების კანონის“ ინსპექტირების საკითხს აყენებს

პროფკავშირების გაერთიანება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ „შრომის უსაფრთხოების კანონის“ ინსპექტირების საკითხს აყენებს, - ამის შესახებ საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების ხელმძღვანელმა ირაკლი პეტრიაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.

„სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით ჩვენი შენიშვნები გათვალისწინებულია. სამმხრივ მონიტორინგთან დაკავშირებით ჩვენი შენიშვნები გარკვეულწილად გახლავთ გათვალისწინებული, მაგრამ არა სრულად. კვლავ პრობლემად რჩება ამ უწყების სამმხრივი ადმინისტრირება, როგორც ბიზნესისთვის, ასევე პროფკავშირებისთვის. გარკვეულ კითხვის ნიშნებს იწვევს, თუ რამდენად ეფექტური იქნება ეს ორგანო. მეორე საკითხი გახლავთ ინსპექტორის სასამართლოში წასვლის ვალდებულება. თუ ჩვენ ვხედავთ, რომ რეალურად საწარმოო პროცესში არის სერიოზული საფრთხის შემცველი მოქმედებები, მეწარმის მხრიდან სასამართლოში წასვლით, შრომის ინსპექტორზე მიმართვით, სიარულ-სიარულსა და სასამართლოების ლოდინში, შეიძლება ფატალურ შედეგებამდე მივიდეთ. ასევე პრობლემა გახლავთ ის, რომ სფერო შეიზღუდა. მაგალითად, ენერგოდისტრიბუციაში უამრავი პრობლემაა შრომის უსაფრთხოების კუთხით, როგორც ტრაგიკული, ასევე ლეტალური შემთხვევები ყოფილა დაფიქსირებული წლების მანძილზე და ბუნებრივია ეს პრობლემას წარმოადგენს“, - განაცხადა პეტრიაშვილმა.

თავის მხრივ, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) წარმომადგენელის ლინა ღვინიანიძის განცხადებით, კანონპროექტის განხილვისას მათ ჰქონდათ 3 არსებითი შენიშვნა.

„პირველი ეხებოდა - სფეროს. ჩვენ მივუთითებდით, რომ სფერო უნდა ყოფილიყო უფრო ფართო, ვიდრე ამას საქართველოს მთავრობა გვთავაზობდა და ეს უნდა შეხებოდა დასაქმების ყველა ადგილს, თუმცა ეს შენიშვნა არ არის გაზიარებული მეორე მოსმენისას, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონი გავრცელდება მომეტებული საფრთხის მქონე, მძიმე და საშიშ პირობებიან სამუშაოებზე, რომლის სიასაც დაადგენს მთავრობა. ჯერჯერობით არ ვიცით, როგორ იქნება ეს სია, თუმცა პროფესიული კავშირები უკვე მიუთითებენ, რომ მაღალი ალბათობით რამდენიმე სფერო აქ არ შევა. ამდენად, კანონის ვიწრო სფერო რჩება, როგორც პრობლემა. მეორე თემა, რომელიც იდგა და იყო პრინციპული, ეს არის აქვს თუ არა უპირობო შესვლა ინსპექციას სამუშაო ადგილებზე. ამ ნაწილშიც მთავრობამ არ გაიზიარა ჩვენი მოთხოვნა. მხოლოდ გეგმურად და რემონიტორინგის დროს შედის ინსპექცია, სხვა შემთხვევაში მას სჭირდება წინასწარი სასამართლო ნებართვა, თუმცა მისასალმებელია და მნიშვნელოვანია ის, რომ ძირითად ნაწილში გაორმაგდა შემოთავაზებული სანქციების ოდენობები და გადაიხედა სანქციის ზედა ზღვარი. ეს არის საკითხი, რომელიც მეტნაკლებად იქნა გაზიარებული, რაც ვფიქრობთ, რომ არის პარლამენტის დიდი დამსახურება“, - განაცხადა ლინა ღვინიანიძემ.

„შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონროექტი ჯერ კომიტეტის სხდომაზე, ხოლო შემდეგ მედიასთან „აუდიტორია 115“-ს წევრებმა გააპროტესტეს. გიორგი სოფრომაძის განცხადებით, ნათლად გამოჩნდა, რომ ხელისუფლება და ბიზნესი ცდილობს, რომ ეს კანონპროექტი გაასაღოს, როგორც კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილება და შეთანხმებულ დოკუმენტად წარმოაჩინოს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს