გოჩა ენუქიძე - ეს რეფორმა ეკონომიკურ პროცესში მეტი ადამიანის ჩართვას, მცირე ბიზნესის წახალისებას და დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას შეუწყობს ხელს

მცირე ბიზნესის განვითარებისთვის მთავრობის ახალი ინიციატივა დიდი სტიმულია, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი ეკონომიკის“ თავმჯდომარემ გოჩა ენუქიძემ.

მისი თქმით, საერთო წლიური შემოსავლის დაბეგვრა 5%-ის ნაცვლად 1%-ით მოხდება, ხოლო საწარმოო ბრუნვის ლიმიტი 500 000 ლარამდე იზრდება. ენუქიძის აზრით, ეს რეფორმა ეკონომიკურ პროცესში მეტი ადამიანის ჩართვას, მცირე ბიზნესის წახალისებას და დასაქმებულთა ზრდას შეუწყობს ხელს.

მისი განცხადებით, ცვლილების საფუძველზე საწარმოებს საშუალება მიეცემათ, განავითარონ მათი წარმოება და გახდნენ კონკურენტუნარიანები საქართველოს, ევროპისა და მსოფლიო ბაზარზე. „საქართველოს მდგრადი ეკონომიკური განვითარება მხოლოდ სამეწარმეო სფეროს განვითარებით არის შესაძლებელი, რადგან ძლიერი ეკონომიკა ძლიერ მეწარმეებზე დგას. ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი ეკონომიკა“ კი, მცირე მეწარმეთათვის საგადასახდო ტვირთის შემსუბუქების მნიშვნელოვან წინაპირობას, ერთხმად უჭერს მხარს“, - აღნიშნა გოჩა ენუქიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს