გია ხუხაშვილი - სააკაშვილთან მარგველაშვილის ალიანსი სიცრუეა

სააკაშვილთან მარგველაშვილის ალიანსი რბილად რომ ვთქვათ, სიცრუეა, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.

მისი შეფასებით, კარგი იქნებოდა მოქმედ პრეზიდენტს თავიდანვე შემოეკრიბა სამოქალაქო საზოგადოება, რაც მარგველაშვილის ფიგურას უფრო ძლიერს გახდიდა, ამავდროულად კი მას ბოლომდე ზეპარტიული სტატუსი უნდა შეენარჩუნებინა.