თენგიზ ფხალაძე - პრეზიდენტი ლიტვაში შეხვდება სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს და ისაუბრებს იმ ღირებულებით ერთობაზე, რაც საქართველოს ევროპულ სახელმწიფოებთან აკავშირებს

საქართველოს პრეზიდენტს ლიტვაში შესაძლებლობა ექნება შეხვდეს სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფო ლიდერებს და კიდევ ერთხელ ისაუბროს იმ სწრაფვაზე, იმ ღირებულებით ერთობაზე, რაც საქართველოს იმთავითვე აკავშირებს ევროპულ სახელმწიფოებთან, - ამის შესახებ პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანმა თენგიზ ფხალაძემ განაცხადა.

როგორც ფხალაძემ აღნიშნა, დღეს უმნიშვნელოვანესი დღეა ლიტვისათვის, როდესაც მეგობარი სახელმწიფო ზეიმობს დამოუკიდებლობის ასი წლისთავს.

„უაღრესად სიმბოლურია, რომ წელს ლიტვა, ისევე როგორც საქართველო ზეიმობს ამ უაღრესად მნიშვნელოვან თარიღს. დაგეგმილი, საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტს ექნება შესაძლებლობა შეხვდეს სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფო ლიდერებს და კიდევ ერთხელ ისაუბროს იმ სწრაფვაზე, იმ ღირებულებით ერთობაზე, რაც საქართველოს იმთავითვე აკავშირებს ევროპულ სახელმწიფოებთან.

უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ურთიერთობები ძალიან დიდ პერიოდს ითვლის და რომ ჩვენს სახელმწიფოებს, ჩვენს რესპუბლიკებს, ჯერ კიდევ, მე-20 საუკუნის დასაწყისიდან ჰქონდათ ერთმანეთთან ურთიერთობა და დღევანდელ დღეს იგივე სწრაფვით, იგივე სულისკვეთებით ჩვენი ქვეყნები ერთად ცდილობენ ააშენონ ევროპული კეთილდღეობა და ევროპული უსაფრთხოება“, - აღნიშნა ფხალაძემ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ლიტვის სახელმწიფოებრიობის აღდგენის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სამუშაო ვიზიტით ვილნიუსს ეწვია.

გიორგი მარგველაშვილი ლიტვის პრეზიდენტის სახელით გამართულ საზეიმო ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთის, გერმანიის, ფინეთის, ისლანდიის, უკრაინის პრეზიდენტები, შვედეთის ხელისუფლებისა და ევროპული სტრუქტურების წარმომადგენლები დაესწრებიან.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გიორგი მარგველაშვილი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან და აღნიშნულ შეხვედრებზე 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის საზეიმო თარიღთან დაკავშირებითაც ისაუბრებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს