ვახტანგ შაქარიშვილი - თბილისის მერიის სტრუქტურული ცვლილებები სახელფასო ფონდის ზრდას არ იწვევს

ხაზგასმით და ცალსახად აღვნიშნავ, რომ მერიაში დაწყებული სტრუქტურული ცვლილებები და ფუნქციური ოპტიმიზაცია არ იწვევს სახელფასო ფონდის ზრდას, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილემ ვახტანგ შაქარიშვილმა ოპოზიციის განცხადების საპასუხოდ განაცხადა.

რაც შეეხება 2018 წლის ბიუჯეტს, როგორც ვახტანგ შაქარიშვილმა აღნიშნა, საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დამატებით 34 მილიონი ლარით გაზრდილ ბიუჯეტს მიიღებენ, რომელიც იმ პროგრამული პრიორიტეტების განხორციელებას მოხმარდება, რაზეც მმართველი გუნდი წინასაარჩევნოდ საუბრობდა.

„ერთ-ერთი მთავარია სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება. წელსვე ქალაქს დამატებით 100 ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსი ეყოლება. ეს არის ის პრიორიტეტები და ჩარჩო გეგმა, რაზეც ჩვენ ვესაუბრებოდით საზოგადოებას და წელსვე ჩვენ დავიწყეთ ამ პრიორიტეტების შესრულება. კერძოდ, ბიუჯეტი გავზარდეთ 60 მილიონი ლარით, დღეს სხდომაზე დამატებით 34 მილიონი ლარით გაიზრდება ბიუჯეტი“, - განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა.

რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებებს მეტროსადგურებისთვის გამოყოფილი თანხების შემცირების შესახებ, ფრაქცია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილემ განაცხადა, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო სწავლობს ყველა მეტროსადგურში არსებულ მდგომარეობას, როგორც აქამდე ჩატარებული სამუშაოების, ასევე იმ საპროექტო დავალებების ექსპერტიზა ხდება, რომელთა მიხედვითაც მეტროსადგურებში სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა განხორციელებულიყო.

„ამისთვის გარკვეული დროა საჭირო. რომ არ მომხდარიყო თანხების აუთვისებლობა, ასიგნებების ოპტიმიზაცია მოხდა და თანხების ნაწილი მიემართება ავტობუსების შესასყიდად. წელსვე ჩატარდება მეტროსადგურების რეაბილიტაცია და ამავდროულად, შევიძენთ 100 ახალ ავტობუსს“, - განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა.

ვახტანგ შაქარიშვილის განცხადებას თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა